თურქეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას აპირებს

,,არ არის გამორიცხული, თურქეთმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტოს, თუმცა, ჯერჯერობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დამდგარა" - ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმედ ნური ელსოიმ, განაცხადა - იუწყება სააგენტო vesti.ru.
თურქეთის ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევამ აპრილში რეკორდულ რიცხვს, 60 ათასს, მიაღწია, ხოლო ივნის-ივლისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5-7 ათასი გახდა.
პრეზდენტის ბრძანებით, ივლისიდან ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო კომენდანტის საათი ქვეყანაში გაუქმდა, თუმცა, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,დელტა შტამით" დაინფიცირების შემთხვევებმა მატება დაიწყო და ამ ეტაპზე დღეში ინფიცირების 8 ათასი და 70 ლეტალობის ფაქტი ფიქსირდება.
ვაქცინაცია თურქეთში იანვრის თვიდან დაიწყო. ქვეყანაში უპირატესად რუსული ,,სპუტნიკით" იცრებიან. ამ მედიკამენტის პირველი დოზა 39 მილიონმა თურქეთის მოქალაქემ მიიღო, ორი დოზა კი 20 მილიონზე მეტმა.