Financial Times: ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ივნისში გეგმავს

ევროკომისია აპირებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ივნისში დაწყების რეკომენდაცია გასცეს - ამის შესახებ Financial Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიას სურს იჩქაროს, მანამ, სანამ როტაციული პრინციპით ბლოკის თავმჯდომარე უნგრეთი გახდება.
"კომისიას სურს დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები კიევთან და კიშინიოვთან რაც შეიძლება მალე, ამ თვეში, რათა ორივე ქვეყანას გაუგზავნოს დადებითი სიგნალი ევროკავშირში გაწევრიანების იმედებთან დაკავშირებით.
ევროკომისია პარასკევს გამოაცხადებს, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების წესებსა და უმცირესობათა ენების დაცვის კუთხით", - წერია სტატიაში.