დანიის პრემიერმინისტრს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ და სცემეს - მედია

08.06.24 10:13
დანიის პრემიერმინისტრს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ და სცემეს - მედია

დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიქსენს, კოპენჰაგენში თავს დაესხნენ და სცემეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრზე, მაგნუს ჰეინიკეზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მაგნუს ჰეინიკეზე წერს, რომ მეტე მომხდარით შოკირებულია.

 პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა.

„დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე კაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე თავდასხმით შოკირებულია. ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია”,- წერს მაგნუს ჰეინიკე X-ზე.