რუსეთი, როგორც ბელორუსის საუკეთესო ბანკირი - საერთაშორისო ექსპერტების კვლევა

21.07.21 19:04
რუსეთი, როგორც ბელორუსის საუკეთესო ბანკირი - საერთაშორისო ექსპერტების კვლევა

არც ერთი ქვეყნის შენახვა არ უჯდება რუსეთს ისე ძვირი, როგორც ბელორუსის - ამის შესახებ DW-ს საერთაშორისო ექსპერტებმა გამოიკვლიეს. მათი ინფორმაციით, ყოველწლიურად ოფიციალური მოსკოვი ლუკაშენკოს რეჟიმის გასაძლიერებლად მილიარდ დოლარს ხარჯავს.

მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2005-15 წლებში ბელორუსის ეკონომიკამ რუსეთის ბიუჯეტიდან 106 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური მოსკოვი ბიუჯეტიდან ბელორუსის სუბსიდირებას ახდენს.

DW-ს ექსეპერტების შეფასებით, ბელორუსის სუბსიდირება ორი გზით ხორციელდება, ესაა ლეგალური და ჩრდილოვანი დახმარება. 

ლეგალურ გზებს მიეკუთვნება ისეთი პროექტები, როგორიცაა მინსკისთვის მიცემულ ენერგომატარებლებზე დაბალი ფასები. ექსპერტთა შეფასებით, 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა ისე, რომ ბელორუსისთვის მიწოდებულ გაზსა და ნავთობზე ფასი ევროპულ ანალოგს გაუტოლდა.

რუსეთი ოფიციალური მინსკისთვის საუკეთესო ბანკირად ითვლება, რადგან ამ ქვეყანას ხშირად ეძლევა დაბალპროცენტიანი კოლოსალური სესხები და მისი გადახდის ვადა სულ იწევა. თუმცა, რას ხმარდება აღნიშნული თანხები, მინსკი ამის შესახებ დუმს. თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოს პრეზიდენტი, ბოგდან ბეზპალკო, განმარტავს, ახალი ვალები წინა სესხების გასტუმრებას ხმარდება. ასე მაგალითად 2021 წელს აღებული 500 მილიონი დოლარით ბელორუსმა წინა წლის დავალიანება დაფარა.

მესამე ლეგალური მეთოდი დახმარებისა არის ბელორუსიული პროდუქციის უპრობლემო წვდომა რუსულ ბაზარზე. ეს პირველ რიგში ეხება ბელორუსში ნაწარმოებ კვების პროდუქტებსა და მანქანებს. მხოლოდ ამ გზით მინსკმა 2011-2020 წლებში 11 მილიარდის სუფთა მოგება ნახა.
რაც შეეხება ჩრდილოვან გზებს, DW-ს ექსპერტების კვლევით, ესაა უაქციზო და კონტრაბანდული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რასაც ბელორუსი არალეგალურად, თუმცა ყოვეგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებს.

მაგალითად, რუსეთი ქვეყანაში შემოდინებული უაქციზო სიგარეტის გამო ყოველწლიურად 3 მილიარდ დოლარს კარგავს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყველაფერი პუტინს უღირს, რათა თანამზრახველი ლუკაშენკოს სახით მადლიერი ჰყავდეს- აღნიშნავენ ექსპერტები.