რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი უკრაინაში ომს? - პუტინის ულტიმატუმი

ვლადიმერ პუტინი უკრაინას ულიმატუმს უყენებს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს თუ უკრაინა დონბასიდან და ნოვორისიადან ჯარებს გაიყვანს და ასევე უარს იტყვის ნატოაში გაწევრებაზე. ამის შესახებ ოკუპანქტი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
რუსი დიქტატორის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რუსეთი მზად, დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები.
როგორც კი უკრაინა დაიწყებს ჯარების გაყვანას დონბასიდან და ნოვოროსიადან და აიღებს ვალდებულებას, არ შეუერთდეს ნატოს, რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს ცეცხლს და მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა პუტინმა.