პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა.
პუტინი 2000 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში.
არსებული ინფორმაციით, პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.