დუბაიში სიცხეს ხელოვნურად გამოწვეული წვიმებით ებრძვიან

გაერთიანებული არაბთა ემირატების უდიდეს ქალაქში 50 გრადუსიან სიცხეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნურად გამოწვეული წვიმის საშუალებით, ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ Metro.co ავრცელებს.
არაბთა ემირატების მეტეოროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა დრონების საშულებით მოახერხა, ღრუბლები ელექტრული ძაბვისგან გაეთავისუფლებინა და ნალექად გარდაექმნა.
ნალექის მართვამ დუბაის საშუალება მისცა, გამკვლავებოდნენ წვიმის პერიოდულობას და გზებზე ხილვადობის რეგულირებას.
ტექნიკური მიღწევების საშუალებით არაბთა ემირატები მოახლოებულ იდ ალ ადხას დღესასწაულს სტაბილური და სასიამოვნო ამინდით შეხვდება.
ამჯერად ემირატებში იმაზე მეტი ნალექის მიღება შეუძლიათ, რაც დიდ ბრიტანეთში მოდის.
ხელოვნურად გამოწვეული წვიმა იმ 7 პროექტიდან ერთ-ერთია, რასაც დუბაიში 2017 წლიდან ახორციელებენ.