მეცნიერებმა ტიბეტში აქამდე უცნობ ვირუსებს მიაკვლიეს

22.07.21 19:00
მეცნიერებმა ტიბეტში აქამდე უცნობ ვირუსებს მიაკვლიეს

მეცნიერებმა ტიბეტის მთიანეთში აქამდე უცნობ ვირუსებს მიაკვლიეს. ამის შესახებ vesti.ru წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტიბეტის პლატო შეიცავს 50 ათასზე მეტ მყინვარს, რომელთა დნობის შედეგად ათობით ვირუსის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.

ვირუსების უმეტესობამ დაბალი ტემპერატურის პირობებში სიცოცხლის უნარი შეინარჩუნა, მეცნიერები კი მათი გენების შესწავლას ცდილობენ.

ის ფაქტი, რომ ყინულის დნობა მის შრეებში არსებული ვირუსის გამოთავისუფლებას იწვევს, ეს უკვე აღარ ჰგავს საშინელებათა ფილმის სიუჟეტს. - ნათქვამია ჟურნალ Microbiome-ს სტატიაში. 

მეცნიერთა ჯგუფმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  ყინულის ნიმუშები აიღო ტიბეტის მთიანეთში მდებარე გულიას მყინვარიდან. მკვლევარებმა გაშიფრეს ამ ვირუსებში აღმოჩენილი 33 ვირუსის გენომი.

ოთხი მათგანი აღმოჩნდა ბაქტერიოფაგის ვირუსი (მათ შეუძლიათ, გაანადგურონ მხოლოდ ბაქტერიები), ხოლო დანარჩენი 28 ვირუსი არ ჰგავდა მეცნიერებისათვის ცნობილ არც ერთ ინფექციურ აგენტს.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს ვირუსები შესაძლოა, განვითარდა ნიადაგსა და მცენარეებში და არა ცხოველებში, ან ადამიანებში. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სიცივე მათი სიცოცხლისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს. ზოგიერთ ვირუსში აღმოჩენილია გენების კვალი, რამაც მათ  საშუალება მისცა, გაძლონ და განვითარდნენ დაბალ ტემპერატურაზე.

ასეთი კვლევების ჩატარებისას დიდი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ არ გაფუჭდეს უძველესი ნიმუშები მათში თანამედროვე ვირუსებისა და ბაქტერიების შემთხვევით შეყვანით. ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად, მკვლევარებმა შეიმუშავეს ნიმუშების შეგროვების სპეციალური სამსაფეხურიანი მეთოდი.

ეს მეთოდი გულისხმობს ყინულის გარე ფენის მექანიკურ გახეხვას, შემდეგ ნიმუშის ეთანოლთან და შემდეგ სტერილური წყლით გარეცხვას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნიმუშის ინტერიერის შემოწმება თანამედროვე მიკრობებით დაბინძურების რისკის გარეშე.

უძველესი მიკრობებისა და ვირუსების შესწავლა საშუალებას აძლევს მეცნიერებს, შეისწავლონ მათი ევოლუცია და ის ფაქტიც, როგორ გამოეხმაურნენ ისინი კლიმატის ცვლილებას. ეს დაეხმარება მკვლევარებს იმის პროგნოზირებაში, თუ როგორ განვითარდება სხვადასხვა ბიოლოგიური ფორმები შემდგომში.

გარდა ამისა, სტერილიზაციის ახალი მეთოდი, რომელიც შემუშავებულია კვლევის ავტორების მიერ, შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალ კვლევაში: როგორც დედამიწაზე ვირუსის დნმ-ის კვალის ძიებაში, ასევე უცხოპლანეტური ყინულისა და კლდის ნიმუშებთან მუშაობისას (მაგალითად, აღებული , მთვარეზე ან მარსზე).