საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

30.06.24 14:01
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. BBC წერს, რომ 
ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ბრიტანული მედიის ცნობით,  წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლეპენისა და ჯორდან ბარდელას პარტია ლიდერობს.

ბარდელას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრობა სურს. ის ამ თანამდებობას იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს. 

არჩევნები საფრანგეთში ორტურიანია.  577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში როგორ გადანაწილდება მანდატები ეს 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები