1 დაღუპული და 8 დაჭრილი - რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა 8 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა შორის 8 თვის ბავშვია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს საწარმოსთან, რამაც ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.
სინიეჰუბოვის თქმით, ხარკოვზე მართვადი საჰაერო ბომბის დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში, რის შედეგადაც განადგურდა ფოსტა და შვიდი სატვირთო მანქანა.