თუ ტრამპმა იცის, როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას - ზელენსკი

03.07.24 19:15
თუ ტრამპმა იცის, როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას - ზელენსკი

"თუ ტრამპმა იცის, როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას" - ამის შესხებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ბლუმერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ "პოტენციურად მზად არის" შეხვდეს ტრამპს და მოისმინოს მისი წინადადებები, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი გუნდი "უკრაინელი ხალხის ცხოვრებას ვერ დაგეგმავს".

ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში,  "სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში". 

მსგავსი სიახლეები