"Reuters": ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს

04.07.24 11:09
"Reuters": ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წლის ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას და საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ბაიდენმა თავისი პოზიცია შტაბის წარმომადგენლებს, დემოკრატ კანონმდებლებსა და გუბერნატორებს უკვე გააცნო.

ცნობისთვის, "New York Times"-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას განიხილავს.

საერთაშორისო გამოცემა წყაროზე დაწყრნობით წერს, რომ ჯო ბაიდენმა პოლიტიკურ პარტნიორს უთხრა, რომ მან შესაძლოა ვერ შეძლოს კანდიდატურის "გადარჩენა".

ბაიდენის გარემოცვაში კანდიდატურის გადაყენების შესახებ საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ დებატებში შესამჩნევი მარცხის შემდეგ გააქტიურდა.