"უნგრეთს არ აქვს უფლებამოსილება, რუსეთთან EU-ს სახელით იმოქმედოს" - მიშელი მოსკოვში ორბანის ვიზიტზე

05.07.24 10:24
"უნგრეთს არ აქვს უფლებამოსილება, რუსეთთან EU-ს სახელით იმოქმედოს" - მიშელი მოსკოვში  ორბანის ვიზიტზე


 

ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს, რომელიც დღეს იგეგმება, ევროპული საბჭოს პრეზიდენის შარლ მიშელი გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ქვეყანას, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირს და ახლა ეს არის უნგრეთი, არ აქვს უფლებამოსილება, ევროკავშირის სახელით იმოქმედოს რუსეთთან. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს ევროკავშირის სახელით რუსეთთან. ევროპული საბჭოს პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა - მსხვერპლი. უკრაინის გარეშე დისკუსიები არ შეიძლება, - დაწერა მიშელმა. 

ვიქტორ ორბანს მოსკოვში ელოდებიან. უნგრეთისს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელ-პრორუს ლიდერს აგრესორ სახელმწიფოში დღეს ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები