"მარტოსული და ბულინგის მსხვერპლი" - ვინ არის და რას საქმიანობდა დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი

15.07.24 10:36
"მარტოსული და ბულინგის მსხვერპლი" - ვინ არის და რას საქმიანობდა დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი

20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდა. CNN-ის ცნობით, გამომძიებლებმა ახალგაზრდა მამაკაცის სოციალურ ქსელებში ჯერ ვერაფერი იპოვეს, რაც მოტივზე მიუთითებს. ახლა გამოძიების ფედერალური ბიურო მის მობილურ ტელეფონზე წვდომას ცდილობს.


 

 

ჟურნალისტების ცნობით, კრუკსი ბეთელის პარკში ცხოვრობდა, დაახლოებით 35 მილის სამხრეთით იმ ადგილიდან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა აქცია გამართა. მან საშუალო სკოლა 2022 წელს დაამთავრა, სადაც მუდმივი ბულინგის მსხვერპლი იყო.

ასევე ცნობილია, რომ მსროლელი  Bethel Park Skilled Nursing and Rehabilitation Center-ში დიეტოლოგის ასისტენტად მუშაობდა. ერთ-ერთმა ექთანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრუქსის სამუშაო ადგილი სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს. 

კრუქსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი, მაგრამ მანამდე მცირე წვლილი შეიტანა დემოკრატიულ ჯგუფში. მან მხოლოდ ერთხელ მისცა ხმა, 2022 წლის შუალედურ საყოველთაო არჩევნებში. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის პირველი უნდა ყოფილიყო.

მისი ვინაობის დადგენა შესაძლებელი გახდა ნაპოვნი AR თოფის მეშვეობით, რომელიც შესაძლოა, ბიჭის მამას ეკუთვნოდეს. თან საბუთები არ ჰქონია. ბიჭის მშობლები სოციალური მუშაკები იყვნენ. 

კრუქსის მამამ თავდაპირველად ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარში გარკვევას ცდილობდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.