ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფი მოსკოვში ვიზიტის გამო ორბანის დასჯას ითხოვს

17.07.24 12:45
ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფი მოსკოვში ვიზიტის გამო ორბანის დასჯას ითხოვს

ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფმა, "პროგრესულმა სოციალისტებმა და დემოკრატებმა" ვიქტორ ორბანის დასჯას მოითხოვეს. მიზეზი უნგრეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტია გახდა. ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯგუფის ლიდერმა ირატხე გარსია პერესმა განაცხადა.

პერესმა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მის სრულ გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს, რუსეთმა კი მიყენებული ზიანისთვის პასუხი უნდა აგოს. 

ცოტა ხნის წინ, ყალბი პატრიოტების ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო ხელმძღვანელი, ორბანი პუტინს შეხვდა. რომელ მშვიდობაზე სურს საუბარი ტირანთან? ორბანის ვიზიტი მოსკოვში არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დარღვევა, ნდობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება.  ორბანმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის დახმარების ბლოკირება მათ შორის, საუბარია წევრი ქვეყნების სამხედრო დახმარებაზე, - განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.

 

მსგავსი სიახლეები