ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა - ახალი პოლიტიკური რეალობა შტატებში

არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეერთებულ შტატებში პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დგება. პრეზიდენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ძალაუფლება დათმო. ჯო ბაიდენმა მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა და პოლიტიკურ კარიერას ამით წერტილი დაუსვა. ამის ნაბიჯის შემდეგ კი რესპუბლიკელები უკვე მის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვენ.
ახლა მთელი მსოფლიო ელოდება რა იქნება ამის შემდეგ და გახდება თუ არა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი. მას ბაიდენის მხარდაჭერა უკვე აქვს, ერთ დღეში მიიღო საარჩევნო კამპანიისთვის 55 მილიონი დოლარი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დემოკრატიულმა პარტიამ უნდა მიიღოს. ამ დროს კი გახარებულია ტრამპი,რომელიც ფიქრობს რომ ჰარისთან გამარჯვების დიდი შანსი აქვს.