უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს - მედია

10.08.24 18:34
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს - მედია

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Suspilne VoxCheck-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს.

სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჯარისკაცები ამბობენ, რომ სოფელი მათი კონტროლის ქვეშ არის, თუმცა ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. 

ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ვიდეო მართლაც პოროზში, სათემო ხელოვნების ცენტრის წინ, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით არის გადაღებული.

რუსული ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული, კურსკის ოლქი კი უკრაინის კონტროლქვეშ არის. ამ წუთებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ ქალაქებს უტევენ. ომის სცენარი რადიკალურად შეცვლილია. რუსები სახლებს ტოვებენ და გარბიან, უკრაინა კი საათობრივად მიიწევს წინ ახალ დასახლებულ პუნქტებს იკავებს. რამდენიმე დღეში უკრაინის ელიტარული არმიის ათას-კაციანმა შემადგენლობამ ჯამში 100 კვადრატულ კილომეტრზე შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი რამ კი რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

მსგავსი სიახლეები