ბორელი: "შეძრწუნებული ვარ ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით - ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს"

10.08.24 19:17
ბორელი: "შეძრწუნებული ვარ ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით - ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს"

"ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს" - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას. 

ბორელი შეშფოთებას გამოხატავს IDF-ის სარაკეტო შეტევაზე და სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ მიტანილ იერიშს ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. 

შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში ღაზის სექტორში მდებარე სკოლას დაარტყეს, რომელსაც "ჰამასი" სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები