ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

15.08.24 20:51
ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება – მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.

ინფორმციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.