საფრანგეთში "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს - მედია
24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მედია ავრცელებს.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიარდელს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, როდესაც ის ბაქოდან პირადი თვითმფრინავით საფრანგეთში ჩავიდა.
TF1-ის ცნობით, თავდაპირველად, დუროვის წინააღმდეგ ჩხრეკის ორდერი იყო გამოწერილი, რომელიც გაცემული იყო არასრულწლოვანთა ოფისისა (OFMIN) და ეროვნული პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ ყველაზე მძიმე დანაშაულებებთან ბრძოლაზე.
გამოცემის ინფორმაციით, პაველ დუროვი აპლიკაციაში მოდერაციის არარსებობის გამო თანამონაწილე იყო Telegram-ზე ჩადენილი გარკვეული დანაშაულების.