მასირებული სარაკეტო შეტევა - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს

26.08.24 10:23
მასირებული სარაკეტო შეტევა - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს

რუსები უკრაინას რაკეტებით ბომბავს - ომში მყოფ ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

კიევის მეტროში ხალხი რაკეტების წვიმას ემალება.

ამჟამად ცნობილია, რომ აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი როგში. გარდა ამისა, ადგილობრივი საჯარო გვერდები იუწყებიან აფეთქებების შესახებ დნეპერში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ზაპოროჟიეში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში.

ლუცკში რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ქალაქებს ელექტრობოძების დაზიანების გამო არ მიეწოდება ელექტროენერგია, ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დროს შუქი ჩაქრა. ამასთან, "უკრენერგომ" უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა, რის გამოც კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც.

კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, თუმცა მეტროსადგურები "არსენალნაია" და "ხრეშჩატიკი" მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე.