რუსებმა იერიში ქალაქ იზიუმზე მიიტანეს - დაშავებულია 12 ადამიანი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე მიიტანეს - სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
27 აგვისტოს, დაახლოებით 22:00-ზე, ოკუპანტებმა ქალაქ იზიუმს დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, მათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ტორნადო“ გამოიყენეს“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.