ირანის თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა ისრაელს დაიცავს - კირბი

ირანის თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა ისრაელს დაიცავს - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ირანის მუქარის გამო გაძლიერებულია სამხედრო მზადყოფნა. ჯონ კირბი მოუწოდებს თეირანს, არ გაამწვავოოს კონფლიქტი, რადგან რეგიონში ახალი ომის დაწყების მიზეზი არ არსებობს და თუ ირანი ესკალაციას გადაწყვეტს და ისრაელს თავს დაესხმევა, შტატები ისრაელის გვერდით დადგება.
"ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა. ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს. პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი. მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება", - აცხადებს კირბი.