საფრანგეთის პოლიციამ პაველ დუროვი სასამართლოს გადასცა

28.08.24 20:00
საფრანგეთის პოლიციამ პაველ დუროვი სასამართლოს გადასცა

საფრანგეთის პოლიციამ რუსი ბიზნესმენი და Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გამოცემა AFP-ის ცნობით, ფრანგი გამომძიებლების მიერ დუროვის 4-დღიანი დაკითხვის შემდეგ იგი სასამართლოს გადასცეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომებს მიიღებს.

პარიზის საგამომძიებლო მაგისტრატი მოსამართლე ახლა გადაწყვეტს, დასდოს თუ არა ბრალი დუროვს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი გათავისუფლების, ან წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.

24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები