რუსეთს ასზე მეტი დრონით შეუტიეს
რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვისა და ტვერის რეგიონში დრონებით იერიშები განხორციელდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსები თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ. სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიახლოვეს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსი ჩინოვნიკის თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა, საფრთხე არც ქარხნის მუშაობას ემუქრება. როგორც Astra წერს, ადგილობრივებმა ქარხანაში აალება შენიშნეს.
გარდა ამისა, თავდასხმა იყო მოსკოვის რეგიონის ელექტროსადგურზეც, რომელიც კონაკოვოში, ტვერის რეგიონში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს 158 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის, ბრაიანკის, ვორონეჟის, ბელგოროდის, მოსკოვის, კალუგას, ლიპეცკის, ტულას, ტამბოვის, სმოლენსკის, ორიოლის, ტვერის და ივანოვოს რეგიონებში ჩამოაგდეს.