რუსეთში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება - ოკუპანტებმა საპასუხოდ ხარკოვს შეუტიეს
რუსეთმა ხარკოვი დაბობმა. დაშავებულია 44 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. კიევი იტყობინება, რომ ოკუპანტებმა სამოქალაქო ინსფრასტუქტურას ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. დაიბობმა ხარკოვის სპორტის სასახლე, სავაჭრო ცენტრი და ჰიდროპარკი. ნანგრევებში მოყოლილებს ახლაც ეძებენ. საარაუდოდ, ამას გულისხმობდა პუტინის პრესსსპიკერი დიმიტრი პესკოვი როცა თქვა, რომ მოსკოვი პასუხისთვის ემზადება.
გასული 24 საათი რუსეთისთვის რთული იყო. დაიბობმა ელექტროსადგურის ტერიტორია და დაიწვა ნავთობბაზა. უკრაინელების სამიზნე ერთდროულად ქვეყნის 15 რეგიონი იყო. დრონების შიშით სამმა აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.