ისრაელი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა - დემონსტრანტები ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გამოხსნას ითხოვენ

02.09.24 10:32
ისრაელი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა - დემონსტრანტები ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გამოხსნას ითხოვენ

ისრაელის ქალაქებში ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და მთავრობას ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გამოხსნის მოთხოვნა წაუყენა. თელავივში დემონსტანტებს სიმბოლურად ხელში ექვსი კუბო ეჭირათ. სწორედ ექვსი მოკლული მძევალი იპოვეს გუშინ რაფაში.  

აქციის მონაწილეებმა ნეთანიაჰუს მთავრობას მოუწოდეს, სასწრაფოდ შეწყვიტოს ღაზას სექტორში ოპერაცია და დადოს მძევლების გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულება. "ახლავე!" ამ სიტყვას სკანდირებდენენ ისრაელის ქუჩაში გამოსული მოქალაქეები. დემონსტრანტებმა ცენტრალური გზები გაადაკეტეს, რასაც არეულობა, დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. მედია წერს, რომ ეს იყო ისრაელში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 7 ოქტომბრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები