ნიდერლანდები უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იქნება.
ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათ უკრაინას წინსვლაში დაეხმარონ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - წერს დიკ სხოფი .
მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია ნიდერლანდების შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.