კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება
გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ინფორმაციას TASS რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კურსკის რეგიონის ხუთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებები გატარდა. დღის განმავლობაში 248 ადამიანი, დამოუკიდებლად, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, სასაზღვრო ტერიტორიებიდან უსაფრთხო ზონებში გაემგზავრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აწარმოებს.