მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს - ბაიდენი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასის" ტყვეობიდან მძევლების გასათავისუფლებელი შეთანხმების მისაღწევად საკმარისს არ აკეთებს.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნეთანიაჰუს არასაკმარისი მონდომებისა, ის ახლოს არის საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც "ჰამასის" მიერ ღაზის სექტორში მძევლად აყვანილი პირები უნდა გათავისუფლდნენ.
ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ", - ამბობს ბაიდენი.