მონღოლეთი, პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს - უკრაინის საგარეო

03.09.24 10:35
მონღოლეთი, პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს - უკრაინის საგარეო

„მონღოლეთმა ბრალდებულ დამნაშავეს უფლება მისცა, მართლმსაჯულებას გაქცეოდა, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის ომის დანაშაულებზ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, "მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის".

იმუშავებთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, - აცხადებს გეორგი ტიხი.

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში გუშინ ჩავიდა. მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

მსგავსი სიახლეები