მძიმე ნალექი შტატებში - ჯო ბაიდენი ქარიშხლით დაზარალებულ ჩრდ. კაროლინაში ჩადის

2 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კაროლინას ეწვევა, რომელსაც გასულ კვირას თავს ქარიშხალი დაატყდა.
ჩრდილოეთ კაროლინის გარდა, მძიმე ნალექი სამხრეთ კაროლინაში, ფლორიდას, ჯორჯიის, ვირჯინიისა და ტენესის შტატებშიც მოვიდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც, დაიტბორა ქუჩები და შენობა-ნაგებობები. ასობით ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად მიიჩნევა. მაშველები ეძებენ დაკარგულებს, წმენდენ გზებს, მოსახლეობას აწვდიან პირველადი საჭიროების ნივთებს და საკვებს.