დრონებით შეტევა რუსეთის ოლქებზე - იერიში, სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომზეც განხორციელდა

09.10.24 10:31
დრონებით შეტევა რუსეთის ოლქებზე - იერიში, სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომზეც განხორციელდა

აფეთქებები იყო ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის რაიონში - კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამ-არხზე ღამის სამი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, თუმცა ეისკი არ უხსენებია.

კონდრატიევის თანახმად, დრონების ნამსხვრევებმა შჩერბინოვკის რაიონში დააზიანა კერძო სახლი და გაზსადენი და გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც. როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის თანახმად, ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ნოვოშახტინსკის რაიონში.

ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ბოლო თვეებში დრონებით არაერთი შეტევა იყო. გუბერნატორი გოლუბევი დღევანდელი შეტევის კონკრეტულ სამიზნეებს არ ასახელებს და იუწყება „ლანდშაფტური ხანძრის“ შესახებ, რომელიც „ოპერატიულად ჩააქრეს“.

მსგავსი სიახლეები