ამერიკამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული მილიარდები დაბლოკა

18.08.21 18:39
ამერიკამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული მილიარდები დაბლოკა

ამერიკამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,ალ ჯაზირა" იუწყება. მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილებაში არსებული ყოველი მატერიალური აქტივი, რომელიც ინახება აშშ-ს ტერიტორიაზე, ან ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ, დაჯგუფებისთვის მიუწვდომელი გახდა. 

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის, განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა, გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, ამერიკის ხელისუფლებამ დაბლოკა.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების უდიდესი ნაწილი ნიუ-იორკის ფედერალურ რეზერვში ინახებოდა, რაც აზიის ამ ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობით იყო გამოწვეული. 

მსგავსი სიახლეები