ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი თავს არაბთა გაერთიანებულ ემირატს აფარებს

ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი, აშრაფ განი, თავს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს აფარებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.
ავღანეთის პრეზიდენტის ქვეყანაში ყოფნის ფაქტს ადასტურებს არაბთა ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების ინფორმაციით, აშრაფ განი ოჯახთან ერთად ემირატებში ,,ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე იმყოფება".
აშრაფ განმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გასვლის შემდეგ თალიბებმა ხელისუფლება დაიბრუნეს და ავღანეთი დაიკავეს.