რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

12.10.24 10:44
რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაშავებულია 3 ადამიანი.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც საწყობებში ხანძარი გაჩნდა.

მროჩკოს თქმით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.