ქვეყანაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ - ავღანეთის პრეზიდენტი

19.08.21 10:07
ქვეყანაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ - ავღანეთის პრეზიდენტი

ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის თქმით, ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. რაც შეეხება სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილებას, როგორც  ვიდეომიმართვაში აშრაფ ღანი აღნიშნავს, ქვეყანა სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დატოვა.

რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდი. ქაბული არ უნდა გადაქცეულიყო იემენად, ან სირიად ძალაუფლებისათვის ბრძოლის გამო, ასე რომ, იძულებული გავხდი, წავსულიყავი.

ავღანეთში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ, რათა გავაგრძელო ძალისხმევა სამართლიანობის, ჭეშმარიტი ისლამური და ეროვნული ღირებულებებისათვის”, - განაცხადა ღანიმ.

ავღანეთის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებებიც, რომლის თანახმადაც ქვეყნიდან მილიონობით დოლარი წაიღო.

წავედი მხოლოდ ჟილეტით და ტანსაცმლით“- აცხადებს ღანი.

აშრაფ ღანიმ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც  15 აგვისტოს თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს.