რუსეთში ფრანგ პოლიტოლოგს "უცხოეთის აგენტის" კანონით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

15.10.24 12:06
რუსეთში ფრანგ პოლიტოლოგს "უცხოეთის აგენტის" კანონით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ფრანგ პოლიტოლოგს "უცხოეთის აგენტის" კანონით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ლორან ვინატიეს განაჩენი მოსკოვის ოლქის სასამართლომ გამოუტანა.

პუტნის რეჟიმი მას სამხედრო საქმიანობის შესახებ ნებართვის გარეშე ინფორმაციის მოგროვებას ედავება. ფრანგი პოლიტოლოგი რუსეთისა და ცენტრალური აზიის ექსპერტია და ის მოსკოვში 7 ივნისს დააკავეს.