აშშ ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად 30 დღეს აძლევს
ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია გამოსწორდეს- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს.
მათივე თქმით, ამ ქმედებით ისრაელი თავიდან აიცილებს სამართლებრივ შედეგებს აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
ამ წერილით გამოვხატავთ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ თქვენი მთავრობისგან სასწრაფო და თანმიმდევრული მოქმედებას ამ თვეში, რათა შეიცვალოს ეს ტრაექტორია“ - მიმართავენ ბლინკენი და ლოიდი მათ ისრაელელ კოლეგებს 13 ოქტომბერს წერილში.