ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის ძალებმა ჰეზბოლას ბაზებზე თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინა

ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ბაზების ძებნისას თანამედროვე რუსული იარაღი იპოვა - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან საუბრისას თქვა.
ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება, ჰქონოდა იარაღი ქვეყნის მთავარი მდინარის, ლიტანის სამხრეთით.
"თუმცა, ამ ტერიტორიაზე ჰეზბოლამ ასობით გვირაბი და ფარული საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან ვიპოვეთ თანამედროვე რუსული იარაღის რაოდენობა"- განაცხადა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.
მისი თქმით, "ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა".
"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას...ჩვენი ერთადერთი მიზანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მივცეთ საშუალება, სახლში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ"- თქვა ნეთანიაჰუმ.