6 გარდაცვლილი და 25 დაშავებული - თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა

18.10.24 13:11
6 გარდაცვლილი და 25 დაშავებული - თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა

თურქეთში, პროვინცია აქსარაიში,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.

ავტობუსს მგზავრები დასავლეთ პროვინცია ბალიკესირიდან კაპადოკიის რეგიონში გადაჰყავდა.

დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა აქსარაი-ანკარის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები