ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ორივე მათგანი ავღანეთში ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდა.
საქართველოს მოქალაქეები დამსაქმებელმა არეულობის დაწყებისთანავე NATO-ს ბაზაზე გადაიყვანა.
ქართველები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.
ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქე იყო, მათგან ექვსი 18 აგვისტოს საქართველოში დააბრუნეს.