არ გვსურს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილთა სახით ჩვენთან გაჩნდნენ "ბოევიკები" - პუტინი

23.08.21 10:02
არ გვსურს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილთა სახით ჩვენთან გაჩნდნენ "ბოევიკები" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დასავლეთის წინადადება აშშ-ს და ევროპის ვიზების მიღებამდე ავღანეთიდან ცენტრალურ აზიაში ლტოლვილების მიღების თაობაზე მიუღებლად მიიჩნია. ამის შესახებ მან პარტია „ედინაია რასია"-ს წევრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. 

ჩვენ არ გვსურს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილთა სახით ჩვენთან გაჩნდნენ "ბოევიკები", რომ ჩვენთან თუნდაც რამეში განმეორდეს ის, რაც 90-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში იყო, - განაცხადა პუტინმა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან ათობით ათასი ავღანელი თალიბანის რეჟიმისგან თავის დაღწევას და ქვეყნის დატოვებას ცდილობს. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ავღანელი ლტოვილების მისაღებად მზაყოფნა უკვე გამოთქვეს.