აშშ-მ უახლოეს მომავალში შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღი გამოაცხადოს - ტუსკი

შეერთებულმა შტატებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღი გამოაცხადოს. ამ განცხადებას დონალდ ტუსკი აკეთებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს უკრაინული მედია ავრცელებს. საქმე ეხება ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ახლა მოსამზადებელ ეტაპზეა. დოონალდ ტუსკი მედიას ეუბნება, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას.
ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში, - განმარტა ტუსკმა.