ცნობილია, ვის წარადგენს დონალდ ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩად

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს.
ტრამმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, “ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.
ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო.
საბოლოოდ, ის თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.