უკრაინის პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

11.11.24 23:05
უკრაინის პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას. უკრაინის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენი დისკუსია საკვანძო საკითხებს შეეხო, მათ შორის, უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, სამხედრო დახმარების გაზრდას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის განბლოკვასა და უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემისთვის ყველა პროცედურის დასრულებას, როგორც ეს „დიდმა შვიდეულმა“ გადაწყვიტა“, - წერს ზელენსკი

მსგავსი სიახლეები