ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს - მედია

11.11.24 23:50
ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს - მედია

Reuters-ი ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს.

ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლეთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.