განგაში რუსეთში - ბელგოროდის ოლქში ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმა იყო
განგაში რუსეთში - ნბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, - ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ნავთობბაზაზე უკრაინული დრონების შეტევა იყო.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა“, - წერს გუბერნატორი.