ენტონი ბლინკენის ბრიუსელში მიემგზავრება - ის ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან უკრაინის მხარდაჭერას განიხილავს

12.11.24 19:59
ენტონი ბლინკენის ბრიუსელში მიემგზავრება - ის ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან უკრაინის მხარდაჭერას განიხილავს

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ბლინკენი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისთვის უფლება-მოსილების გადაცემამდე, აშშ-ის მთავრობა შეეცდება, უკრაინას უკვე გათვალისწინებული დახმარება 20 იანვრამდე გადასცეს.

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დავტოვოთ როგორც ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე დახმარების გაზრდის, ისე მსოფლიოში პარტნიორებთან კოორდინაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მზადყოფნა, ჩაერიონ ნებისმიერ სიტუაციაში", - წერს Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.