ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე დაუსწრებლად დააკავა - მედია

13.11.24 20:48
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე დაუსწრებლად დააკავა - მედია

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TACC რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე, ლადო გამსახურდია და ქართლოს რუსიტაშვილი დაუსწრებლად დააკავა.

გამოცემის ცნობით, ე.წ. პროკურატურა მათ დაქირავებულ მებრძოლად მსახურობაში სდებს ბრალს.

ორივე ბრალდებული საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე მათგანი დაუსწრებლად დაეკავებინა", - წერს TACC. 

მსგავსი სიახლეები